вторник, 26 июля 2011 г.

შავი ზღვის სანაპირო


პროექტის სახელწოდება:       შავი ზღვის სანაპირო
პროექტის   მთავარი იდეა:  შავი ზღვის სანაპიროს გაცნობა,  დათვალიერება, ადამიანისა   და ბუნებრივი მოვლენების  როლი სახეშეცვლილ  გარემოზე.
პროექტის   აქტუალობა:    მოსწავლეები   ნათლად   დაინახავენ   ბუნებაში    არსებულ  ეკოლოგიურ   პრობლემებს, შეისწავლიან გამომწვევ მიზეზებს და განუვითარდებათ ბუნების დაცვისა და შენარჩუნების უნარ-ჩვევა.
პროექტის მიზნები:  ა) მოსწავლეები ინტერნეტით მოიძევენ დამატებით ინფორმაციას  შავი ზღვის  სანაპირო ზოლის  შესახებ, ბ) შეაგროვებენ   ინფორმაციას   ადგილობრივ  მოსახლეობასთან   შეხვედრისას-, ისაუბრებენ  თემაზე   ,,წართმეული  კარ-მიდამო“, გ) ძველი  და   ახალი   ფოტომასალებით   შეადარებენ   სანაპიროს   საზღვრებს, დ) შეაგროვებენ   ნიჟარებს,   ზღვის კენჭებს   რომელსაც    გამოიყენებენ    სხვადასხვა  ნივთების დასამზადებლად  და მოაწყობენ გამოფენას
მონაწილეთა ასაკი;    მეექვსე   კლასი
ვადები/ხანგრძლივობა:       1  თვე
მოსალოდნელი შედეგები:  მოსწავლეები  გააკეთებენ დასკვნებს, მოამზადებენ პროექტის მიმდინარეობისა და მიღებული შედეგების ამსახველ პრეზენტაციას, შექმნიან ბლოგს, იზრუნებენ გარემოს დაცვაზე, ეცოდინებათ  არ ჩაიდნონ   ისეთ ქმედება  რომელიც    ზიანს  აყენებს  ბუნებას,    ხელს უწყობს სტიქიურ მოვლენებს ,რაც ადამიანისათვის სახიფათოა, ისწავლიან როგორც დამოუკიდებელ ისე თანამშრომლობით/ჯგუფურ მუშაობას. ბუნებრივ მასალებზე  მუშაობისას  განუვითარდებათ  როგორც სხეულებრივ-კინესტეტიკური ისე  ნატულარული ინტელექტი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი, ფოტომასალები, სახელმღვანელოები,ბლოკნოტები, ბუნებრივი მასალები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
მასწავლებელი ირჩევს    სამი   სხვადასხვა   ფერის   ბარათებს,  ათავსებს ყუთში და მოსწავლეებს სთხოვს ამოიღოს,   ბარათის ფერების მიხედვით მოსწავლეები  გაიყოფიან სამ ჯგუფად,  თითოეულ ჯგუფს ექნებათ  შესაბამისი დავალება,
1)      პირველი ჯგუფს აქვს დავალება მოიძიონ მეტი ინფორმაცია შავ ზღვაზე, რომელ ქვეყნები ესაზღვრება? როგორია მისი სიღრმე, საიდან  მოდის მისი სახელწოდება? დაადგინონ მასი ბინადრები, მოიძიონ ფოტომასალები-- შავი ზღვის სანაპირო წინათ და ახლა.
2)      მეორე ჯგუფს --შეხვდნენ  მოსახლეობას რომელიც ზღვის სანაპიროზე ცხოვრობენ, ეასუბრონ ,,წართმეულ კარ-მიდამოებზე“ რომელიც ზღვის ტალღებმა წაართვეს, გაიგონ მათი აზრი რატომ ,,უტევთ,, ბუნება მათ?  რა არის მიზეზი? რისი გაკეთება შეიძლება რომ საფრთხე თავიდან ავიცილოთ?
3)      მესამე ჯგუფმა შეაგროვოს ნიჟარები, კენჭები,  რითაც   მათი ფანტაზიით  დაამზადებენ სხვადასხვა სუვენირებს და მოაწყობენ გამოფენას ,,მარჯვე ხელები“,გააკეთებენ ანგარიშს , პრეზენტაციას, თვიანთ ნამუშევრებს წარუდგენენ ფართო საზოგადოებას.
საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ ეროვნულ გეგმასთან კავშირი:
პროექტი აკავშირებს  ბუნება - გეოგრაფიას, ისტორიას   და  ითვალისწინებს   იმ   შედეგებს და სტანდარტბს რომელიც  ეროვნული სასწავლო გეგმით უნდა მიაღწიოს მოსწავლემ სასწავლო წლის ბოლოს. აგრეთვე პროექტი აღრმავებს და ამრავალფეროვნებს მათ ცოდნას   დამატებითი  წყაროებით  რომელსაც  მოსწავლე  თავისი  ინტერესებით მოიპოვებს. 
პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი):  ხათუნა ბერიძე
ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა:            Xato.beridze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი:

 გაკვეთილის გეგმა   ლეგენდა თბილისზე